Giorgi Maisuradze

KILL თბილისი
[KILL Tiflis]

Bakur Sulakauri Verlag, Tbilissi 2013, 168 Seiten
ISBN 978-9941-15-876-6

In georgischer Sprache erschienen.

In diesem fantasmagorischen Roman von Giorgi Maisuradze wird erzählt, dass die Stadt Tiflis ein großes Geheimnis verbirgt: Das wahre Tiflis war eine andere Stadt, die urplötzlich verschwand. Um ihr Verschwinden zu vertuschen, wurde die ganze Weltgeschichte umgeschrieben. Nur einzelne Spuren führen zum Verbrechen, das hinter diesem Ereignis steht. Es gibt aber einen Geheimorden, der Widerstand leistet und für die Wiederkehr des wahren Tiflis kämpft.

»ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც კაცობრიობის ისტორიიდანაა ამოშლილი და მხოლოდ ქარაგმებსა და იგავებში იმალება, თბილისის დაარსების ამბავია. ყველა ლეგენდა, ისტორიული კვლევა-ძიება თუ არქეოლოგიური აღმოჩენა ერთ მიზანს ემსახურება: რაც შეიძლება უკეთ გადაიმალოს და გასაიდუმლოვდეს სიმართლე თბილისის შესახებ. სიმართლე კი ისაა, რომ თბილისი არ დაარსებულა იქ, სადაც ლეგენდიდანაა ცნობილი და, საერთოდაც, მთელი ძველი თბილისი სხვა ქალაქია, ცრუ-თბილისია და მას ნამდვილ თბილისთან საერთო არაფერი აქვს. ზოგიერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, ცრუ თბილისი იმიტომ ააშენეს, რომ ნამდვილი თბილისი გადაემალათ«, – მოგვითხრობს გიორგი მაისურაძის ფანტასმაგორიული რომანი »KILL თბილისი«.

შეთქმულთა ერთი ორდენი საუკუნეების განმავლობაში იბრძვის სამართლიანობის აღდგენისა და ნამდვილი თბილისის დაბრუნებისათვის. ეს ბრძოლა ბოლოს ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, რომელშიც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ღმერთები და გრძნეული არსებებიც მონაწილეობენ. ომის ბედი კი ერთ მაგიურ რიტუალზეა დამოკიდებული, რომლის საიდუმლოც რომანში იმალება.