დაკარგული კონტექსტები
[Fehlende Kontexte]
In georgischer Sprache erschienen.
„დაკარგული კონტექსტები“ იმ მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს, რომელშიც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველო იმყოფება: ის ემიჯნება თავის საბჭოთა წარსულს და მისგან გათავისუფლებას იდენტობის ახალი ფორმების ჩანაცვლებით ცდილობს. მაგრამ სწორედ ეს ახალი ფორმები შეიცავს ისეთ სააზროვნო სტერეოტიპებს – საკუთარი თავისა თუ გარესამყაროს შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც თავიანთი არსით საბჭოურია და მათი აზრის გაგება საბჭოთა კონტექსტებშია შესაძლებელი. ეს კონტექსტები საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაიკარგა, მაგრამ ჰომო სოვიეტიკუსი განაგრძობს თავის არსებობას თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ქართველის ცნობიერებაში კონტექსტდაკარგული სტერეოტიპების, იდეალებისა თუ თვითგამოხატვის ფორმების სახით.
ამასთან, თავად საქართველო, მისი ახალი, პოსტსაბჭოთა იდენტობაა კონტექსტდაკარგული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ გააჩნია ის სცენა, რომელზედაც საკუთარ თავს სხვისთვის, გარესამყაროსათვის გასაგებად განასახიერებდა.
წიგნში გაერთიანებული ნარკვევები თანამედროვე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი და კულტურული ცვლილებების კრიტიკული ინტერპრეტაციის მცდელობებია.